კოსტა-ბრავას სანაპიროები: ბარსელონადან ერთდღიანი ექსკურსია
ბარსელონა (Barcelona)

ხანგრძლივობა
2 საათი
ჯგუფის ზომა
4–12
-დან
GEL 150
გაემგზავრეთ ბარსელონადან კოსტა-ბრავას ულამაზეს სანაპიროებზე. კერძო მძღოლი წაგიყვანთ სასტუმროდან, დაგელოდებათ ლოკაციებზე დასასვენებლად თუ სასეირნოდ და დღის ბოლოს კომფორტულად დაგაბრუნებთ უკან.
მარშრუტი
გამგზავრება ბარსელონადან: მძღოლი მოგაკითხავთ მითითებულ მისამართზე ან სასტუმროსთან.
ტოზა დე მარ (Tossa de Mar): კოსტა-ბრავას მარგალიტი — ისტორიული ციხესიმაგრე, ძველი ქალაქი და ულამაზესი ყურე.
ლიორეტ დე მარ / კალები (Lloret de Mar / Calas): სეირნობა სანაპიროზე, ფოტოპაუზები და ლანჩი ზღვის ხედით.
დაბრუნება: მძღოლი დაგელოდებათ შეთანხმებულ დროს და დაგაბრუნებთ ბარსელონაში, თქვენს სასტუმროსთან.
ფასში შედის
- ინდივიდუალური ტრანსპორტირება კომფორტული ავტომობილით
- ქართულენოვანი / პროფესიონალი მძღოლის მომსახურება
- სასტუმროდან გაყვანა და უკან დაბრუნება (Hotel Pick-up & Drop-off)
- მძღოლის დალოდების დრო სანაპიროებსა და გაჩერებებზე
- საწვავი, გზის გადასახადები და პარკინგი
რა დაგჭირდებათ
- საცურაო კოსტიუმი და პირსახოცი (ზაფხულის სეზონზე)
- მზის დამცავი კრემი და სათვალე
- კომფორტული ფეხსაცმელი სანაპიროზე და ციხესიმაგრეში სასეირნოდ
- პირადი ჯიბის ფული ლანჩისა და სუვენირებისთვის
შეხვედრის ადგილი
მძღოლი მოგაკითხავთ ბარსელონაში თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე (სასტუმრო, აპარტამენტი ან სხვა ხელსაყრელი ლოკაცია).